2026 წლის ფავორიტი, ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელიც ჯეკპოტს მოიგებს - ასტროლოგების პროგნოზი
1765822267
საქართველოს ბანკი მომხმარებლებისთვის მარტივი, სწრაფი და კომფორტული სერვისების შექმნას განაგრძობს. ამჯერად, თბილისში, საქართველოს ბანკის სამ ფილიალში, მეორადი ავტომობილის შეძენასთან დაკავშირებული სერვისები უკვე ხელმისაწვდომია.
ავტომობილი ფილიალშივე გადის ექსპერტულ შემოწმებას, რაც გადაწყვეტილების მიღებას კიდევ უფრო ამარტივებს. აქვეა შესაძლებელი ავტომობილის გადაფორმება, ტექპასპორტის შეკვეთა და სასურველი სანომრე ნიშნის არჩევა.
ამასთანავე, მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, მიიღოს დამატებითი ფინანსები მეორადი ავტომობილის შესაძენად და გაიაროს ავტომობილის რეგისტრაცია ერთსა და იმავე დღეს.
მეორადი ავტომობილის ავტოსესხი ხელმისაწვდომია 2 000-დან 30 000 ლარამდე თანხაზე, 3 თვიდან 6 წლამდე. ეფექტური საპროცენტო განაკვეთით - 17%-დან.
მეორადი ავტომობილის გადაფორმებასთან დაკავშირებული სერვისის მიღება შესაძლებელია შემდეგ ფილიალებში:
• ვაჟა-ფშაველას გამზ. №42–44
• აკაკი ვასაძის ქ. №3
• შინდისელი გმირის ქ. №16
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს.
„საქართველოს ბანკის“ შესახებ:
საქართველოს ბანკი ქვეყნის წამყვანი ბანკია აქტივების (საბაზრო წილი 39.1%), სესხებისა (საბაზრო წილი 37.6%) და კლიენტთა დეპოზიტების (საბაზრო წილი 41.2%) მიხედვით. (2025 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, ბანკების მიერ ეროვნული ბანკისთვის მიწოდებული ფინანსური ინფორმაციის თანახმად). საქართველოს ბანკი კლიენტებს სთავაზობს
კორპორატიული და საცალო საბანკო მომსახურების ფართო სპექტრს. 2025 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, საქართველოს ბანკი ემსახურებოდა 2.0 მილიონზე მეტ აქტიურ მომხმარებელს. სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: https://bankofgeorgia.ge/