ახალგაზრდა კაცი, რომელსაც 5 აპრილის შემდეგ ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
1775630415
ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა საბამ, ქადაგებისას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მიერ ცხრა წლის წინ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრედ, მეუფე შიო მუჯირის გამოცხადებასთან დაკავშირებით ისაუბრა.
მეუფე საბას თქმით, პატრიარქი ამაზე დიდი ხნის განმავლობაში ფიქრობდა და ტახტის მოსაყდრედ მეუფე შიოს გამოცხადება არ იყო ერთ დღეში მიღებული გადაწყვეტილება. მიტროპოლიტმა საბამ ილაპარაკა იმის შესახებ, რა უძღოდა წინ ამ ყველაფერს.
„პატრიარქის ნათქვამია - ამ წლების მანძილზე, სადღაც შუალედში პატრიარქმა ბრძანა, თუ გაჩნდება სხვა ვინმე, მას ღმერთი არ მიიღებს. მეტი რა უნდა თქვას და გააკეთოს პატრიარქმა, რომ ჩვენ მივხვდეთ, რა იყო მისი სურვილი, მისი ნება და რა არის საერთოდ ნება ღვთისა?! პატრიარქი იყო ერთ-ერთი გამგრძელებელი მონაზვნური, ბერული ცხოვრებისა, რომელიც კავშირშია ათონურ ცხოვრების წესთან, რომელიც ბოლო პერიოდში საქართველოში დამკვიდრებული იყო სენაკში.
პატრიარქი იყო ამის გამგრძელებელი და, ჩემი აზრით, ამის გამგრძელებელი დღევანდელ საქართველოში არის მეუფე შიო. არა მარტო იმიტომ, რომ ის იქ იყო არჩეული და ამის შესახებ გამოკვლევები აქვს და წერდა, არამედ იმ სკოლის გავლის გათვალისწინებით, რომელიც გაიარა ბერულ ცხოვრებაში, ეს ძალიან ახლოს არის ამ ყველაფერთან. პატრიარქმა ეს ყველაფერი შეისწავლა და, ჩემი აზრით, თითქოს მეუფე შიოში დაინახა ამ ყველაფრის გამგრძელებელი, თითქოს თავის ახალგაზრდობას უყურებდა მასში“, - აღნიშნა მეუფემ.