მეუფე იაკობი: ერთმანეთს რომ ცუდად ვექცევით, ეს მშვიდობა არ არის, მაგრამ ომში რომ არ ვართ, ღმერთის საჩუქარია და ამას მივხვდეთ

მეუფე იაკობი

ერთმანეთს რომ ცუდად ვექცევით, ეს მშვიდობა არ არის, მაგრამ ომში რომ არ ვართ, ღმერთის საჩუქარია და ამას მივხვდეთ, - ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.

მეუფე იაკობის თქმით, უნდა შევეცადოთ, რომ არავინ განვიკითხოთ და უფლის გზას გავყვეთ.

„ერთმანეთს გავუფრთხილდეთ ქართველები. ნუ ვიფიქრებთ, რომ ვინმე ვინმეზე მეტია. რომ არა ღმერთი, დღეს საქართველოში ეს მშვიდობა [არ იქნებოდა]. ერთმანეთს რომ ცუდად ვექცევით ეს მშვიდობა არ არის, მაგრამ ომში რომ არ ვართ, ღმერთის საჩუქარია და ამას მივხვდეთ.

რაღა დარჩა ღალატამდე და ღალატის აღსრულებამდე. შევეცადოთ, რომ არ განვიკითხოთ არავინ, გავყვეთ უფლის გზას, ქრისტეს გზას. მთავარია ღმერთი ვის შეაქებს. დიდი ის არის, ვინც ღმერთთანაა... ღვთის შეწევნით, საქართველოს მიმართ ყველაფერი კარგად იქნება. ბავშვებს, ახალგაზრდებს გავუფრთხილდეთ. ამათზე დიდი და ლამაზი არავინ გვყავს“, - აღნიშნა მამა იაკობმა.