„მეუბნებოდნენ, რომ რუსეთში დავიბადე, თუმცა დნმ-ის ტესტმა აჩვენა, რომ 72%-ით ქართველი ვარ“ – ამერიკაში გაშვილებული გოგოს ამბავი

ფოტო

ამერიკაში მცხოვრები მარგარეტი, რომელიც, მისივე ინფორმაციით, რუსეთში დაიბადა და მოგვიანებით ამერიკულმა ოჯახმა იშვილა, სოციალურ ქსელში საკუთარი წარმომავლობის შესახებ მოულოდნელ აღმოჩენაზე წერს. ქალის თქმით, დნმ-ის ტესტმა აჩვენა, რომ მისი გენეტიკური წარმომავლობის 72% ქართულად განისაზღვრა.

„გამარჯობა ყველას! მე მარგარეტი მქვია. ამერიკის შეერთებული შტატებიდან ვარ, თუმცა რუსეთში დავიბადე (ყოველ შემთხვევაში, ასე მეუბნებოდნენ). მოგვიანებით ამერიკულმა ოჯახმა მიშვილა, რომელიც საოცარი აღმოჩნდა.

როდესაც Ancestry-ის მეშვეობით ჩემი წარმომავლობის კვლევა დავიწყე, შორეული ნათესავი დამიკავშირდა და მითხრა, რომ ჩვენი დნმ-ის თანხვედრის მიხედვით, შესაძლოა, ქართველი ვყოფილიყავი.

მან მომიყვა ბავშვებით ვაჭრობის ისტორიების შესახებ. ახლა კი ჩემი დნმ-ის ტესტის შედეგები აჩვენებს, რომ 72%-ით ქართველი ვარ.

რბილად რომ ვთქვა, ეს ჩემთვის შოკისმომგვრელია.

მაინტერესებს, რას ფიქრობთ ამ ყველაფერზე. სიამოვნებით მოვისმენდი სხვების მოსაზრებებს“.

✕