როგორი ამინდი იქნება აღდგომას საქართველოში
1775592091
ადვოკატი, ნათია ჩხეტიანი სოციალურ ქსელში ფოტოებს ავრცელებს და წერს, რომ დღეს აფეთქებას სასწაულებრივად გადაურჩა.
„ხელის კანკალით ვწერ, დიდება უფალს!
ამას ჰქვია ღმერთმა სასწაულით გადაგვარჩინა!
სამხარაულის გვერდით რომპეტროლის ბენზინგასამართზე ჩავასხი საწვავი, დავქოქე მანქანა, არ დაიქოქა, დავაჭირე მეორედ დასაქოქად და გაიბურა ყველაფერი კვამლით, თან ვდგავარ დიზელით სავსე ავზის გვერდზე.
რომპეტროლის ბიჭები, ეს გმირები, რასაც ჰქვია თავი გაწირეს. მარტო მე კი არა მთელი სტეკლოტარა ავიდოდა ჰაერში. როგორ ჩააქრეს ვერ ვიტყვი, არ მახსოვს. მე ასეთი უშიშარი დგომა სიკვდილის პირისპირ არ მინახავს არასოდეს.
პატრულის ბიჭები, სახანძროს ბიჭები, ყველას სახეები მახსოვს, თავგანწირული და ანთებული თვალები.
დიდება უფალს!
მადლობა და დიდება ამ გმირ ბიჭებს!მადლობა ჩემო ქუთაისო. წამია წუთისოფელი! გაუფრთხილდით ერთმანეთს. გიყვარდეთ ერთმანეთი. გულს ნურავის ატკენთ.ხვალ შეიძლება იყოს გვიანი. უფალი მეფობს!“, - წერს ნათია ჩხეტიანი.
როგორი ამინდი იქნება აღდგომას საქართველოში
1775592091