რა მოხდა მკვლელობამდე 5 დღით ადრე - დანაშაულის ახალი დეტალები
1778183658
მუნიციპალიტეტების იერსახის მოწესრიგება და მკაცრი კონტროლი მთელი ქვეყნის მასშტაბით - დეპუტატები "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შესულ ცვლილებებს აფასებენ.
საუბარია რეგულაციებზე, რომლის მიხედვითაც ჯართის, საბურავებისა და ფეთქებადი მასალების არასწორი განთავსება სოლიდურ ჯარიმებს იწვევს. წესი, რომელიც აქამდე მხოლოდ თბილისში მოქმედებდა, უკვე ყველა მუნიციპალიტეტზე ვრცელდება.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი შატაკიშვილი დარწმუნებულია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყანაში ეკოლოგიურ მდგომარეობას გააუმჯობესებს.
"ყველა მუნიციპალიტეტს მიეცემა შესაძლებლობა, რომ საკრებულოების მეშვეობით დაადგინონ წესი, მეორეული საბურავების, ამტვერებადი და აალებადი მასალების განთავსებისა და რეალიზაციასთან დაკავშირებით.
ეს ერთგვარი პასუხია სახელმწიფოს გარემოსდაცვით გამოწვევასთან დაკავშირებით, რომელიც კავშირშია გარემოს სამივე კომპონენტთან, როგორც ნიადაგთან, ისე ატმოსფერულ ჰაერთან და წყალთან.
იქნება ერთგვარი ღონისძიება, რომელიც ამ ემისიებს შეამცირებს და, შესაბამისად, გააუმჯობესებს გარემოს მდგომარეობას", - განაცხადა ირაკლი შატაკიშვილმა.