სრულიად შემთხვევით, ქალბატონი ნინო (ქადაგიძე ჟვანია) იყო ნიკოს საფლავთან... - ნიკო კვარაცხელიას დედა

იზა ომაძე

„სრულიად შემთხვევით ქალბატონი ნინო[ქადაგიძე ჟვანია] იყო ნიკო კვარაცხელიას საფლავთან და მან მითხრა, რომ თუ მისი შვილი არის ამ საქმის თანამონაწილე, საკუთარი ხელით მიუყვანს პროკურატურას. ველოდები ქალბატონ ნინოს მოქმედებას“, - განუცხადა „ქრონიკას“ ნიკო კვარაცხელიას დედა იზა ომაძემ.

მისი თქმით, ეს იყო შეკვეთილი მკვლელობა შეკვეთილი მოტივით.

„რასაც ვამბობდი, მადლობას ვუხდი ღმერთს, რომ ზუსტად ისე ყოფილა ყველაფერი. ესენი ყოფილან დამნაშავეები და საჭირო იყო მათი დროულად პასუხისგებაში მიცემა, რადგან ძალიან მალე ველოდები, რომ ისინი ალაპარაკდებიან.

ნიკო კვარაცხელია იყო იმ მასშტაბის ფიგურა, მე დედა მისი საქმის შესახებ ვერ გავმართავდი ჭორაობას. ველოდებოდი სამართლებრივად განმტკიცებულ მასალას, თუმცა ჩემთვის დაუჯერებელი იყო ეს ამბავი, მოტივი დაუჯერებელი იყო. მე არ ვიცი რა დაპირისპირებაზეა საუბარი. ეს იყო შეკვეთილი მკვლელობა შეკვეთილი მოტივით“, - აღნიშნა მან.

ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების საქმე გახსნილია. განცხადება თბილისის პროკურორმა გიორგი მიქაიამ ბრიფინგზე გააკეთა, სადაც გამოძიების დეტალებზე ისაუბრა.