ისრაელის პრეზიდენტი Flydubai-ს რეისის ბორტზე მყოფ ოთხ პირს, მათ შორის ქართული წარმოშობის ექიმს, სამოქალაქო გმირობისთვის საპრეზიდენტო ჯილდოზე წარადგენს

მუსაევი

ისრაელის პრეზიდენტის, იცხაკ ჰერცოგის განცხადებით, flydubai-ს რეისის ბორტზე მყოფ ოთხ პირს სამოქალაქო გმირობისთვის საპრეზიდენტო ჯილდოზე წარადგენს, - ინფორმაციას გამოცემა The Times of Israel-ი ავრცელებს.

ისრაელის პრეზიდენტი, იცხაკ ჰერცოგი flydubai-ს რეისზე მომხდარი ინციდენტის დროს გმირობის ჩადენისთვის საპრეზიდენტო ჯილდოზე წარადგენს იანივ ჰაიუნის, ცვიკა მანესისა და ასაფ რაჯუანის, რომლებიც კაბინაში შევარდნენ და პილოტი გაანეიტრალეს, რომელმაც კაპიტანი სმიტ მაჩჩჰარი დაჭრა.

ასევე, ჰერცოგი საპრეზიდენტო ჯილდოზე წარადგენს ექიმ შოთა მუსაევს, რომელმაც მძიმედ დაჭრილ მაჩჩჰარს სიცოცხლის გადასარჩენად სამედიცინო დახმარება გაუწია.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ექიმი-სტომატოლოგი შოთა მუსაევი წარმოშობით ქართველია. 

ექიმი შოთა მუსაევი თელ-ავივში ჩინეთიდან ბრუნდებოდა.

„თვითმფრინავში ერთადერთი ექიმი ვიყავი და საბოლოოდ, სისხლდენის შეჩერება და არტერიული წნევის სტაბილიზება შევძელი“, - აღნიშნა მუსაევმა ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუში.

✕