დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას აფრთხილებს
1781691402
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის, გერმანული კომპანიის ,,Wirtgen Group”-ის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში გზების მშენებლობისა და რეაბილიტაციის თანამედროვე მეთოდებთან დაკავშირებით სემინარს ატარებს.
თანამედროვე, მაღალი სტანდარტების საგზაო ინფრასტრუქტურის შექმნა საჭიროებს მუდმივ განახლებასა და უახლესი ტექნოლოგიური მიღწევების დანერგვას. ,,Wirtgen Group”-ის წარმომადგენლები ქართველ სპეციალისტებს გზების მშენებლობისა და მოვლის უახლეს გერმანულ გამოცდილებას უზიარებენ.
2 დღიანი სემინარი ეხება გზების მშენებლობისა და რეაბილიტაციის თანამედროვე მეთოდებს, საფუძვლის გრუნტის სტაბილიზაციის თანამედროვე მიდგომებს, მშენებლობის ტექნოლოგიას და ხარისხის კონტროლს, საფუძვლისა და არსებული საგზაო საფარის რეციკლირების ტენოლოგიის ეკოლოგიურ და ეკონომიურ უპირატესობებს, რესურსების ეფექტურ მართვას, სხვადასხვა ტიპის ასფალტის საფარის მოწყობას, დაგების ინოვაციურ მეთოდებს, ბეტონის საფარსა და კონსტრუქციებს.
კომპანია ,,Wirtgen Group”-ი სამეცნიერო-კვლევით დონეზე აქტიურად მონაწილეობს საგზაო ინფარსტრუქტურის სფეროს განვითარებასა და თანამედროვე სტანდარტების დანერგვაში. მათი გამოცდილების გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისა და თანამედროვე სტრანდარტების, მაღალი ხარისხის გზების მშენებლობასა და რეაბილიტაციაში.