„გარდაიცვალა ჩვენი კოლეგა...“ - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

ლიკა ვაჩეიშვილი

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.

„ღრმა მწუხარებით ვიუწყებით, რომ ჩვენი კოლეგა, ლიკა ვაჩეიშვილი, გარდაიცვალა.

ლიკა იყო პროფესიონალი, პასუხისმგებლიანი და ძალიან თბილი ადამიანი, რომელიც თავისი საქმის სიყვარულითა და კეთილგანწყობით ყოველთვის განსაკუთრებულ გარემოს ქმნიდა გუნდში.

ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, ახლობლებსა და ყველას, ვინც მას იცნობდა და უყვარდა.

მისი ხსოვნა ყოველთვის დარჩება ჩვენს გულებში“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.