ეროვნული ბანკი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ეროვნული ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, 9 აპრილისა და აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებული უქმეების პერიოდში, ფიზიკური პირებისა და მეწარმეებისთვის საქმიანობის შეუფერხებლად წარმოებისთვის, უქმეების შუა პერიოდი - 11 აპრილი, შაბათი ცხადდება საბანკო დღედ. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

„11 აპრილს საქართველოს ეროვნული ბანკის საგადახდო და ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემები, ასევე ნაღდი ფულის ოპერაციები და მონეტარული ინსტრუმენტები კომერციული ბანკებისა და მიკრობანკებისთვის სრულად ხელმისაწვდომი იქნება. შესაბამისად, მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ აღდგომის წინა დღეს გადახდის ოპერაციები შეუფერხებლად განახორციელონ.

შეგახსენებთ, რომ 9 აპრილი და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით 10, 11, 12 და 13 აპრილი დასვენების დღეებად არის გამოცხადებული", - აღნიშნულია ინფორმაციაში.