რომში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს - რას ედავებიან ქართველებს
1765376447
რა უნდა გავითვალისწინოთ ინსულტ გადატანილი ადამიანის კვებისას? - ამ თემის შესახებ ექიმი მარი მალაზონია საუბრობს და მაყურებელს რჩევებს უზიარებს.
„რა განსხვავებაა ფაფას და წვნიან კერძს შორის. თითქოს წვნიანი კერძი ადვილად დასამუშავებელი გგვგონია და პირისღრუსშივე შეგვიძლია ფაფად ვაქციოთ. ინსულტის გადატანის შემდეგ ეს ასე ადვილი არ არის. პირიქით, ძალიან ხშირად ინსულტ გადატანილი ადამიანი ვერ აერთიანებს თხევად გარემოს და იმ მყარ ნაწილაკებს, რომელიც არის ამ კერძში. ამიტომ ყოველთვის კარგი არჩევანი არ არის თუნდაც ძალიან სასარგებლო პროდუქტებისგან მომზადებული კერძი, თუ არ ვითვალისწინებთ პაციენტის მდგომარეობას“, - ამბობს ექიმი მარი მალაზონია.