ცნობილია, რა გახდა თურქი მსახიობის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი
1781639562
დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში არის ისტორიული მოვლენა. ვლოცულობთ, რომ ისეთი მამამთავარი გამოირჩეს, რომელიც გააგრძელებს მისი უწმინდესობის გზას, - განაცხადა დეკანოზმა ილია ხინიკაძემ.
მისი თქმით, საქართველოს ეკლესია 142-ე მამამთავარს ირჩევს.
„დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში არის ისტორიული მოვლენა, რადგან საქართველოს ეკლესია ირჩევს 142 -ე მამამთავარს. ეს მოვლენა ნახევარი საუკუნის შემდგომ ხდება. ჩვენ ვლოცულობთ, რომ ისეთი მამამთავარი გამოირჩეს, რომელიც გააგრძელებს მისი უწმინდესობის გზას, რომელმაც ეკლესია, რომელიც იყო თითქოს სუდარა გადაფარებული გამოაცოცხლა. ეკლესია- მონასტრები გაამრავლა. სამღვდელოების რიცხვი გაიზარდა და ჩვენ გვაქვს მოლოდინი იმისა, რომ ეს გაგრძელდება“, - განაცხადა ილია ხინიკაძემ.
სამების საკათედრო ტაძარში, გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე დღეს ახალ კათოლიკოსს გამოარჩევენ. კრება 13:00 საათზე დაიწყება. მღვდელმთავრებმა არჩევანი სამ კანდიდატს - საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტ შიოს, მროველ-ურბნელ მიტროპოლიტ იობსა და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლს შორის უნდა გააკეთონ.