„ჩვენი ურთიერთობა ისე არ დასრულდა, როგორც გვინდოდა...“ - ნუცა ბუზალაძე და დარენ პრინცი დაშორდნენ
1785431447
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებისათვის გეოგრაფიისა და ზოგადი უნარების (სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე) გამოცდების პირველად შედეგებს აქვეყნებს.
საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და რვანიშნა პაროლი. პირად გვერდზე გამოსაცდელს აქვს საკუთარი ნაშრომის ასლისა და კონკრეტულ საგანში მიღებული პირველადი, „ნედლი“ ქულის ნახვის შესაძლებლობა.
გეოგრაფიის ტესტის მაქსიმალური ქულაა 59, მინიმალური გამსვლელი ქულა კი - 15. ზოგადი უნარების (სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე) ტესტის მაქსიმალური ქულაა 80, მინიმალური გამსვლელი ქულა - 25.