„განვლილმა მუნდიალმა უდიდესი ფეხბურთელი დაკარგა", - Athletic-ი ხვიჩა კვარაცხელიაზე
1786871805
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2025 წლის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით ჯამში, 552 ახალი ვიდეოკამერა დამონტაჟდა. ამის შესახებ bpn წერს.
უწყების ოფიციალური მონაცემებით, ახლად დამატებული ვიდეოკამერებიდან 466 ერთეული ზოგადი ხედვის ვიდეოკამერაა, ხოლო 86 - ავტომობილის სანომრე ნიშნის ამომცნობი სპეციალური სისტემა.
ტოპ-5 ქალაქი, სადაც გასულ წელს ყველაზე მეტი კამერა განთავსდა
სტატისტიკის მიხედვით, ვიდეოკამერების დამატების თვალსაზრისით პირველ ადგილზე დედაქალაქია.
იმ ქალაქების ხუთეული, სადაც 2025 წელს ვიდეოკონტროლის სისტემა ყველაზე მეტად გაფართოვდა, შემდეგნაირად გამოყურება:
თბილისი - დედაქალაქს სულ 200 ახალი კამერა დაემატა. მათგან 179 ზოგადი ხედვისაა, ხოლო 21 - ნომრის ამომცნობი;
ოზურგეთი - ქალაქში ჯამში 133 კამერა განთავსდა, აქედან 130 ზოგადი ხედვის, ხოლო 3 - ნომრის ამომცნობი;
ზესტაფონი - დაემატა სულ 85 კამერა, საიდანაც 69 ზოგადი ხედვისაა, 16 კი ნომრის ამომცნობი;
სამტრედია - მუნიციპალიტეტში სულ 56 კამერა დამონტაჟდა, მათ შორის 47 ზოგადი ხედვის, ხოლო 9 - ნომრის ამომცნობი;
გორი - სულ დაემატა 16 კამერა, საიდანაც 2 ზოგადი ხედვისაა, ხოლო 14 - ნომრის ამომცნობი.
აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჯამში, 8 886 ვიდეოკამერა ფუნქციონირებს.
მთლიანი რაოდენობიდან 6 371 ერთეული ზოგადი ხედვის ვიდეოკამერაა, ხოლო 2 515 ერთეული - ავტომობილის სანომრე ნიშნების ამომცნობი.