როდიდან გამოიდარებს საქართველოში - 1 თვის ამინდის პროგნოზი
1780256431
შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სამართალდამცველებს სიტყვით მიმართა, მათ პროფესიული დღე მიულოცა და საპასუხისმგებლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.
სულხან თამაზაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის რანგში ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რათა თითოეულ პოლიციელს ჰქონდეს ღირსეული სამუშაო პირობები, მხარდაჭერა და დაფასება.
„მე, როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, გპირდებით, რომ ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რათა თითოეულ პოლიციელს ჰქონდეს ღირსეული სამუშაო პირობები, მხარდაჭერა და დაფასება. ამ მიმართულებით განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია სახელმწიფოსა და მთავრობის მხარდაჭერა, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას, კიდევ უფრო გავაძლიეროთ სამართალდამცავი სისტემა.
დიდი პატივისცემით მინდა მივმართო პოლიციის ვეტერანებს - ადამიანებს, რომლებიც წლების განმავლობაში ღირსეულად ემსახურნენ ქვეყანას და შექმნეს ის გამოცდილება, რასაც დღევანდელი ქართული პოლიცია ეფუძნება.
ასევე, განსაკუთრებულად მინდა მივულოცო ეს დღე პოლიციელების ოჯახებს. რადგან სწორედ ოჯახის წევრები არიან ის ადამიანები, რომლებიც ჩვენთან ერთად იზიარებენ იმ დიდ პასუხისმგებლობასა და სირთულეებს, რაც თან სდევს ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობას.
კიდევ ერთხელ გილოცავთ პოლიციელის დღეს. გისურვებთ წარმატებას, განსაკუთრებულად საპასუხისმგებლო და საამაყო საქმეში“, - განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.
1 ივნისის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
1780255685
რომში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა
1780255129