რომელ ასაკშია ადამიანი მოხუცი? - მათემატიკური მოდელის პასუხი
1761326600
შინაგან საქმეა სამინისტრომ უპრეცედენტო რაოდენობის ნარკოტიკი გაანადგურა. ჯამში, საუბარია 926 კილოგრამ სხვადასხვა სახეობის ნარკოტიკზე.
საშუალებები საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად იყო ამოღებული.
"განადგურდა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის საფუძველზე ამოღებული რამდენიმე ასეული კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება. რა თქმა უნდა, ეს შემდგომშიც გაგრძელდება. მინდა განვაცხადო, რომ პროკურატურას აქვს მკაცრი პოზიცია ნარკოტიკული საშუალებების გამსაღებლებისა და ხელშემწყობების მიმართ, რაც გაგრძელდება მომავალშიც", - აცხადებს პროკურორი როინ ხინთიბაძე.