1746303287
ნარკოდანაშაულის ბრალდებით პოლიციამ აჭარაში 2 პირი დააკავა - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების მცდელობის ბრალდებით 1993 წელს დაბადებული ო.კ. და 1993 წელს დაბადებული მოლდოვის რესპუბლიკის მოქალაქე მ.პ. დააკავეს.
დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა ბათუმში, ბრალდებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს ნარკოტიკული საშუალებები: „ალფა-პვპ", „კლეფედრონი“ და „მეთადონი“.
პოლიციამ, ასევე, ამოიღო ლოკაციაზე სარეალიზაციოდ განთავსებული ნარკოტიკული საშუალება, ელექტრო სასწორები და წებოვანი ლენტები.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 19-260-ე მუხლებით მიმდინარეობს.