საკადრო ცვლილებები შინაგან საქმეთა სამინისტროში
1765456647
პარტია „ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსი“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას პასუხობს.
პარტია სოციალურ ქსელ X-ში შალვა პაპუაშვილის განცხადებას აზიარებს და აცხადებს, რომ არ ამართლებს ალეკო ელისაშვილის ქმედებებს, ისევე როგორც არ ამართლებს მშვიდობიანი დემონსტრანტების და მოქალაქეების წინააღმდეგ ძალის და ქიმიური იარაღის გამოყენებას.
„რა თქმა უნდა, პარტია „ალდე“ არ ამართლებს ამ ქმედებებს, ეს თავისთავად ცხადია. ისევე, როგორც ჩვენ არასდროს ვამართლებთ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებას ან მოქალაქეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებას“, – აღნიშნავს პარტია „ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსი“.