თელავში, სტიქიის ზონაში პარლამენტის თავმჯდომარე ჩავიდა - ადგილზე იმყოფებიან „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებიც, რომლებიც გაწმენდით სამუშაოებში ჩაერთნენ

კახეთი

თელავში, სტიქიის ზონაში სამუშაო ინტენსიურად მიმდინარეობს. მობილიზებულია ტექნიკასთან ერთად ცოცხალი ძალაც. სტიქიის ზონაში რამდენიმე წუთის წინ ჩავიდა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. ადგილზე იმყოფებიან „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები, რომლებიც გაწმენდით სამუშაოებში ჩაერთნენ.

თელავის ხევი თავის კალაპოტს დაუბრუნდა. კავკასიონის ქუჩაზე მოძრაობა აღდგა. ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი, აბონენტების ნაწილს მიეწოდება, გრძელდება ამ მიმართულებით მუშაობა.

„ახალგაზრდები ჩამოვედით იმისთვის, რომ მოსახლეობას გვერდში დავუდგეთ. ვიცით მისამართები სადაც დახმარება სჭირდებათ, ქართული ოცნების ახალგაზრდული გუნდი ყოველთვის მზად არის დაეხმაროს ადამიანებს, ნებისმიერ სიტუაციაში. ჩვენი ძალებით, რასაც შევძლებთ, ადამიანებს მაქსიმალურად შევუმსუბუქებთ სიტუაციას“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.