პაპუნა მარგველიძემ ცაგერის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ ლაჯანაში არსებულ უფასო სასადილოს ბენეფიციარებს სააღდგომო ნობათი გადასცა

cageri

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, პაპუნა მარგველიძემ ცაგერის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ ლაჯანაში არსებულ უფასო სასადილოს ბენეფიციარებს სააღდგომო ნობათი გადასცა.

სააღდგომო ნობათი გადაეცათ, აგრეთვე ქალაქ ცაგერში უმწეოთა სასადილოს ბენეფიციარებსაც. სააღდგომო საჩუქარი ჯამში 90-მა ბენეფიციარმა მიიღო.

ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ უფასო სასადილოში არსებულ პირობებს, მოისმინეს თითოეული ბენეფიციარის საჭიროებები, რაც შესაძლებლობის ფარგლებში გადაიჭრება. 

ვულოცავთ ლეჩხუმს და სრულიად საქართველოს  აღდგომის დამდეგ დღესასწაულს, გისურვებთ მშვიდობას და კეთილდღეობას.

მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა სააღდგომო ნობათი ქალაქ ცაგერის უფასო სასადილოს ბენეფიციარებსაც გადასცეს.