ცვლილება კანონში, რომელიც დეკრეტული შვებულების დროს გაცემულ თანხას ეხება
1780432804
რუსთავში, ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით მიმდინარე პროექტი, დასრულების ეტაპზეა.
მასშტაბური პროექტის ფარგლებში, ერთდროულად ოთხი ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. კლდიაშვილის სახელობის ქუჩაზე ასფალტის დაგების სამუშაოები დაიწყო და ჯამში საავტომობილო გზა 13 700 კვ/მ ფართობზე შეიცვლება.
ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძესთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელ ზურა ტაბაღუასთან ერთად, სამუშაო ფორმატში ადგილზე გაეცნო.
„ცენტრალური ხელისუფლების დახმარებით რუსთავში მასშტაბურ პროექტებს ვახორციელებთ და ვგეგმავთ. ჩვენი ქალაქისთვის ერთ-ერთი გამოწვევა საგზაო ინფრასტრუქტურაა და ამ მიმართულებით, რამდენიმე მსხვილ პროექტს ვახორციელებთ. კლდიაშვილის ქუჩაზე უკვე ასფალტის საფარის დაგება დაიწყო. ეს პროექტი კი ქალაქის 4 სხვადასხვა უბანს - კლდიაშვილის, მარჯანიშვილის, სანაპიროს და ფალიაშვილის ქუჩების სრულ
რეაბილიტაციას ითვალისწინებს. ოთხივე ქუჩაზე ახალი გზის საფარი 33 197 კვ/მ ფართობზე ეწყობა. საგზაო სამუშაოების დაწყებამდე, პროექტის ყველა მონაკვეთზე განახლდა მიწისქვეშა კომუნიკაციები. მიმდინარეობს ტროტუარების მოწყობა და ისევე როგორც ყველა სხვა პროექტში, აქაც გათვალისწინებული გვაქვს ახალი მწვანე სივრცეების შექმნა, რაც ჩვენი ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
პროექტი მარჯანიშვილის, ფალიაშვილის, კლდიაშვილისა და სანაპიროს ქუჩების სრულ განახლებას მოიცავს. ოთხივე ლოკაციაზე შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციაები. ფალიაშვილის, სანაპიროს და მარჯანიშვილის ქუჩებზე უკვე ასფალტის ორი ფენაა დაგებული და მესამის მოწყობა ოთხივე ქუჩაზე ერთდროულადაა განსაზღვრული.
ჯამში, საავტომობილო გზა 33 197 კვადრატულ მეტრ ფართობზე განახლდება. პარალელურად მიმდინარეობს ტროტუარების, შიდა ეზოების შესასვლელების და ველობილიკების მოწყობა, გათვალისწინებულია მწვანე სივრცეები და სარწყავი სისტემა, დამონტაჟდება გარე განათების ახალი ქსელი, საგზაო ნიშნები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელები და შშმ პირებისთვის ადაპტირებული ინფრასტრუქტურა.
5 834 439 ლარის ღირებულების პროექტი, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.