ილია თოფურიას სამედიცინო დასკვნა ცნობილია
1781681215
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, რუსთავის ისტორიულ უბნებში, 100 საცხოვრებელი კორპუსის გამაგრება-რესტავრაციას, არქიტექტურული სტილის სრული შენარჩუნებით განახორციელებს.
რუსთავში, ძველი რუსთავის რესტავრაცია-რეაბილიტაციის უპრეცედენტო მასშტაბის პროექტის განხორციელება უკვე დაწყებულია და სამუშაოები 3 საცხოვრებელ კორპუსში - ჭავჭავაძის N15, კონსტიტუციის N13 და ასლანიკაშვილის N11-ში მიმდინარეობს.
უახლოეს დღეებში, სამუშაოები ასლანიკაშვილის N3, კონსტიტუციის N14 და ბათუმის N25 საცხოვრებელ კორპუსებში დაიწყება.
რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, საქართველოს პარლამენტში რუსთავის დელეგატ ირაკლი შატაკიშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილთან ერთად პროექტის დეტალები მოსახლეობას გააცნო.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, რუსთავში კიდევ ერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება დავიწყეთ. ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ძველ რუსთავში, 100-მდე საცხოვრებელი კორპუსის გამაგრება-რესტავრაციას არქიტექტურული სტილის შენარჩუნებით განახორციელებს. ვგეგმავთ ასლანიკაშვილის და ბათუმის ქუჩებზე არსებული რეკრეაციული სივრცის სრულ რეაბილიტაციასაც. სამუშაოები ძალიან მალე დაიწყება კონსტიტუციის N14-ში, ასლანიკაშვილის N3-ში და ბათუმის ქუჩის N25-ში. პროექტის დეტალები დღეს მოსახლეობას დღეს გავაცანით. ძველი რუსთავი, რომლის ულამაზესი არქიტექტურითაც თითოეული რუსთაველი ვამაყობთ, ავთენტურ იერ-სახეს დაიბრუნებს და რაც ყველაზე მთავარია, ამ უბნების მოსახლეობა, გაცილებით უსაფრთხო და კომფორტულ გარემოში იცხოვრებს“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი, ძველი რუსთავის 12 სხვადასხვა ქუჩას მოიცავს და ბათუმის ქუჩაზე არსებული 8 ჰექტარი ფართობის რეკრეაციული სივრცის რეაბილიტაციასაც ითვალისწინებს. ამ ეტაპზე რუსთავში, სხვადასხვა პროექტის ფარგლებში, გამაგრება-რეაბილიტაცია, 18 საცხოვრებელ კორპუსში მიმდინარეობს.