გაითვალისწინეთ ეს, როდესაც სასმელს უკვეთავთ - მაია ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს
1783882438
გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველადი შეფასება თელავში მომხდარ სტიქიაზე - დოკუმენტის მიხედვით, უხვმა ნალექმა მდინარე თელავისხევის აუზში ღვარცოფული პროცესების მკვეთრი გააქტიურება გამოიწვია.
პირველადი დასკვნის მიხედვით, ასევე ირკვევა, რომ 12 ივლისის გამთენიისას მოსულმა ნალექმა თვის ნორმის 85%-ს მიაღწია, რის გამოც მდინარემ კალაპოტი გაარღვია და ქალაქის რამდენიმე ქუჩა დატბორა. მძლავრმა ნაკადმა გვერდი აუარა ღვარცოფ-დამჭერ ნაგებობებს, დააზიანა ინფრასტრუქტურა და გზის საფარი. ღვარცოფული მასის აკუმულირება ძირითადად თელავის ქვედა ნაწილში მოხდა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ სააგენტოს გეოლოგები და ჰიდროლოგები სტიქიის ზონის დეტალურ შესწავლას განაგრძობენ.