წიგნები, რომლებიც ბავშვს ჯერ კიდევ კითხვის სწავლამდე განუვითარებს აზროვნებასა და მეტყველებას

ბავშვი და წიგნი

ბავშვს ასოების ცნობაც კი არ სჭირდება იმისთვის, რომ წიგნმა მის განვითარებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს. სინამდვილეში, წიგნთან ურთიერთობა შეიძლება ჩვილობიდანვე დაიწყოს. ამერიკის პედიატრიის აკადემია მშობლებს ბავშვთან ხმამაღლა კითხვას დაბადებიდანვე ურჩევს და ხაზს უსვამს, რომ ერთობლივი კითხვა ხელს უწყობს ენის, შემეცნებითი უნარებისა და სოციალურ-ემოციური განვითარების საფუძვლის შექმნას.

მაგრამ სკოლამდელ ასაკში „კითხვა“ ყოველთვის იმას არ ნიშნავს, რომ უფროსი ტექსტს კითხულობს და ბავშვი ჩუმად უსმენს. ზოგჯერ გაცილებით მეტი სარგებელი მოაქვს სურათების დათვალიერებას, მათზე საუბარს, შეკითხვების დასმას, ამბის მოფიქრებასა და იმის გამოცნობას, რა მოხდება შემდეგ. სწორედ ასეთი ორმხრივი ურთიერთობა ეხმარება ბავშვს ახალი სიტყვების ათვისებაში, წინადადებების აგებაში, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დანახვასა და საკუთარი აზრის გადმოცემაში.

ამიტომ ბავშვის პირველი ბიბლიოთეკის შედგენისას მხოლოდ ზღაპრების ყიდვა არ არის აუცილებელი. სასარგებლოა სხვადასხვა ტიპის წიგნების შერჩევა, რომელთაგან თითოეული განსხვავებულ უნარს ავარჯიშებს.

1. ლექსებისა და რითმების წიგნები
 
პატარა ბავშვებისთვის განსაკუთრებით კარგიამოკლე, მარტივი და კარგად გარითმული ლექსების წიგნები. რითმის გამო სიტყვები ადვილად დასამახსოვრებელია და ბავშვი თანდათან იწყებს ნაცნობი სიტყვებისა და ფრაზების გამეორებას.

თუ ერთსა და იმავე ლექსს ხშირად უკითხავთ, ცოტა ხანში ბავშვმა შეიძლება მისი გაგრძელებაც თავად თქვას. მაგალითად, ნაცნობი სტრიქონის ბოლო სიტყვამდე გაჩერდით და დაელოდეთ — ხშირად ბავშვი გაგრძელებას თვითონ დაამატებს.

ლექსების მოსმენისას ბავშვი სიტყვების ჟღერადობასა და მსგავს დაბოლოებებს ამჩნევს, ახალ სიტყვებს იმახსოვრებს და გამართულად საუბარსაც ეჩვევა. ამიტომ ასეთი წიგნები განსაკუთრებით სასარგებლოა მეტყველების განვითარებისთვის ჯერ კიდევ მანამდე, სანამ ბავშვი დამოუკიდებლად კითხვას დაიწყებს.

2.სტიკერებიანი წიგნები

სტიკერები ბავშვისთვის წიგნს თამაშად აქცევს. თუმცა კარგი სტიკერებიანი წიგნი მხოლოდ შესაბამის ადგილზე ლამაზი სურათის მიწებებას არ გულისხმობს.

შეარჩიეთ ისეთი გამოცემები, სადაც ბავშვს უწევს სწორი სტიკერის მოძებნა, მისი სხვა გამოსახულებებთან შედარება და შესაბამისი ადგილის შერჩევა. მაგალითად, ცხოველი თავის გარემოში უნდა მოათავსოს, ფიგურა შესაბამის კონტურს შეუსაბამოს, დაკარგული დეტალი იპოვოს ან საგნები გარკვეული ნიშნის მიხედვით დააჯგუფოს.

სტიკერის მოშორება, თითებით დაჭერა და ზუსტ ადგილას მიწებებაც სასარგებლო საქმიანობაა — ამ დროს ბავშვი ხელისა და თითების წვრილ მოძრაობებსა და თვალისა და ხელის კოორდინაციას ავარჯიშებს...სრულად

✕