ცნობილია, UFC-ის სკანდალურ საქმეზე დაკავებულების ვინაობა - რა წერია FBI-ის ფაილებში
1781898735
"ჩვენი დედაქალაქი როგორც სამშენებლო, ისე სატრანსპორტო მიმართულებით ინტენსიურად ვითარდება, ამიტომ მნიშვნელოვანია ისეთი პროექტების განხორციელება, რომელიც ჩვენი დედაქალაქის ეკოლოგიურ მდგრადობას გაზრდის", - ეს განცხადება თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ გააკეთა და ფონდი "ქართუ"-ს მიერ დაფინანსებულ პროექტზე "თბილისის ურბანული ტყე" ისაუბრა.
როგორც ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, დედაქალაქის მერია და საკრებულო რეკრეაციული სივრცეების შექმნის მიმართულებით აქტიურად მუშაობს და თბილისში არაერთი ასეთი სივრცე შეიქმნა. თუმცა, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, დედაქალაქისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია "თბილისის ურბანული ტყის" პროექტი. ზურაბ აბაშიძის თქმით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, რეაბილიტირებულია 700 ჰექტრამდე ტერიტორია, დარგულია 700 000-მდე ნერგი და განახლებულია 45 კილომეტრამდე საფეხმავლო და ველობილიკი.
"ეს პროექტი არის უნიკალური და განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს, რადგან იგი თბილისის ურბანული განვითარებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. პროექტი სრულად საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“-ს მიერ ფინანსდება და მასზე დაახლოებით 24 მილიონი ლარი დაიხარჯება. პროექტი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს თბილისის ეკოლოგიურ მდგომარეობას, ზრდის მწვანე საფარის მოცულობას და ქმნის ახალ რეკრეაციულ სივრცეებს მოქალაქეებისთვის. პროექტის ფარგლებში, რეკრეაციული ინფრასტრუქტურა ტურისტებისთვისაც შეიქმნა, რაც ჩვენს დედაქალაქს მათთვის კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის.
"თბილისის ურბანული ტყე" დედაქალაქისთვის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი ეკოლოგიური პროექტია, რომლისთვისაც მინდა ფონდ "ქართუ"-ს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.