„მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი და სეტყვა“ - განახლებული ამინდის პროგნოზი
1781696972
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ „დიდი შვიდეულის“ სამიტის მთავარი შედეგი უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების შესახებ გაფორმებული შეთანხმებაა.
„დიდი შვიდეულის“ სამიტმა საფრანგეთში უკრაინისთვის მნიშვნელოვანი შედეგები მოიტანა. რაც მთავარია, შევთანხმდით უკრაინის საჰაერო თავდაცვის დამატებით გაძლიერებაზე. გადაიდგმება ახალი ნაბიჯები რუსეთზე ზეწოლის განსახორციელებლად – ზეწოლა მშვიდობისთვის. პარტნიორები უზრუნველყოფენ ჩვენი თავდაცვისა და ენერგეტიკული მდგრადობის მხარდაჭერას“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინასა და პარტნიორებს მთავარ გამოწვევებსა და მათზე რეაგირების კონკრეტულ ნაბიჯებზე საერთო ხედვები აქვთ.
„ჩვენი გლობალური ერთიანობა რეალურად ამცირებს რუსეთის შესაძლებლობას, განაგრძოს ეს უაზრო და დანაშულებრივი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ“, – აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.