ვინ აიკრძალება და ვინ არა, ამას საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტს, დღევანდელი მოცემულობით, საკონსტიტუციო სარჩელის საფუძველი უკვე არის - ირაკლი კირცხალია

ირაკლი კირცხალია

ოპოზიციას უკვე ძალიან უჭირს, რადგან მათ პატრონებს სხვა დღის წესრიგი აქვთ სხვა პროქსს სახელმწიფოებთან და ამათ მკაფიო დავალებებს ვერ აძლევენ, როგორიც წინასაარჩევნოდ იყო, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

კირცხალიას თქმით, დღევანდელი მოცემულობით, საკონსტიტუციო სარჩელის საფუძველი უკვე არის.

„დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომებზე ისმენთ, თუ რა ძალასთან გვქონდა საქმე და 2012 წლის შემდეგ დემოკრატიის სახელით რომ საუბრობენ, რეალურად, პირდაპირ გამხელილი აგენტები არიან. ვინ აიკრძალება და ვინ არა, ამას საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტს. დღევანდელი მოცემულობით, საკონსტიტუციო სარჩელის საფუძველი უკვე არის. ახალ-ახალი თემები ირკვევა, რის გამოც კომისიას ვადა გაუგრძელდა. კომისიის დასკვნას დაველოდებით და საკონსტიტუციო სარჩელს წარვადგენთ“, – განაცხადა კირცხალიამ.