VIDEO: ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმები, ინფრასტრუქტურული პროექტების თვალსაზრისით, დაწყებული მაგისტრალებით, გზებით...მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირება, ეს არის ერთ-ერთი პრიორიტეტი ჩვენი რეგიონისთვის, აჭარას უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება გაზი და ამავდროულად ეს არის მთის გაძლიერება - ზურაბ პატარაძე

ზურაბ პატარაძე

„ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი ჩვენთვის გამოწვევაც, პასუხისმგებლობაც რეგიონის განვითარება, სწრაფი ტემპებით წინსვლა, დღეს ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმები, ინფრასტრუქტურული პროექტების თვალსაზრისით, დაწყებული მაგისტრალებით, გზებით, მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირება, ეს არის ერთ-ერთი პრიორიტეტი ჩვენი რეგიონისთვის, აჭარას უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება გაზი და ამავდროულად ეს არის მთის გაძლიერება...“ - ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.