გზებზე უწყვეტი წითელი ზოლი გამოჩნდა - რას ნიშნავს ახალი მონიშვნა და რამდენია ჯარიმა
1790794934
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის 14 წლისთავს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, ეროვნულმა მთავრობამ და ხალხის ძალისხმევამ ძალადობრივი რეჟიმი ინსტიტუციური წესრიგით და ხალხზე მორგებული პოლიტიკით ჩაანაცვლა.
„საქართველოს თანამედროვე ისტორიაში 2012 წლის 1 ოქტომბერი არ არის რიგითი კალენდარული თარიღი - ეს არის ახალი ათვლის წერტილი, საიდანაც სახელმწიფოს მართვის სისტემამ ფუნდამენტური, ძირეული ტრანსფორმაცია განიცადა და ერთპიროვნული თუ ძალადობრივი რეჟიმი ინსტიტუციურმა წესრიგმა, ძალაუფლების დეცენტრალიზაციამ და კანონის უზენაესობამ ჩაანაცვლა.2012 წლის 1 ოქტომბერს მიღწეული გამარჯვება იყო ბორკილების მსხვრევა, გარდამტეხი მომენტი, რამაც ამ პოლიტიკურ ძალას ხელ-ფეხი გაუხსნა, დაეწყო ქვეყნის სუვერენიტეტის ხაზგასმით სახელმწიფო ინტერესებზე მორგებული პოლიტიკის გატარება; ეს პროცესი, როგორც ამ ძალის პოლიტიკური მისია, უცვლელია.წლებთან ერთად ღიად გამოიკვეთნენ ძველი პოლიტიკური ძალის, როგორც მარიონეტის, რეალური მმართველები - ე.წ. გლობალური ძალები, რომლებიც ქართულ სახელმწიფოს, როგორც კარგ ნადავლს, არ თმობენ და დესტრუქციულ ოპოზიციას ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად მრავალსაფეხურიან ანტისახელმწიფოებრივ გზებსა და ფინანსებს სთავაზობენ.გარე და შიდა აგენტურის, რადიკალური ოპოზიციისა და ფსევდო-არასამთავრობო სექტორის გამოყენებით, გახსოვთ „მაიდანის“ სცენარები, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობები, ე.წ. „ტექნიკური, გარდამავალი მთავრობებისა“ და ალტერნატიული პარლამენტების შექმნის აბსურდული იდეები, რომელთა ერთადერთი მიზანი ქვეყნის სრულ ქაოსში ჩაძირვა და იმ ძირითადი მონაპოვრის წართმევა იყო, რაც 2012 წლის 1 ოქტომბერმა მოიტანა.დღეს, 14 წლის თავზეც, ამ პოლიტიკურ ქარტეხილებში ქართველი ხალხისა და ეროვნული ხელისუფლების ურყევი ნება არ აძლევს აგენტურულ ქსელს მართვის სადავეებს, რათა პოლიტიკურ შავ ბაზარზე საქართველო საკუთარი ინტერესების ფასად გაყიდონ.ბრძოლა, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბერს დაიწყო, დღესაც გრძელდება და სწორედ ეს განგრძობადობა ნიშნავს იმას, რომ ქართველი ხალხი, ბიძინა ივანიშვილის იმედითა და თაოსნობით, ამ ბრძოლაში აუცილებლობიდან გამომდინარე, საჭირო დროს შევიდა და, ზემოაღნიშნული გამოწვევებისა და ლოგიკური შიდა ფილტრაციის ფონზე, სუვერენიტეტისთვის, მშვიდობისა და ტრადიციული ღირებულებების დასაცავად აგრძელებს ბრძოლას, რომელშიც კომპრომისი არ დაიშვება“, - აღნიშნავს თამთა მეგრელიშვილი.