ცნობილია, რა გახდა თურქი მსახიობის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი
1781639562
„ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი „პალიტრა ნიუსის“ ეთერში ოპოზიციის ალიანსში „ნაციონალური მოძრაობის“ როლზე საუბრობს და აცხადებს, რომ ფაქტობრივად ისინი „ალიანსში“ არც არიან და უკვე ორი თვეა, არანაირი მონაწილეობა არ მიუღიათ.
როგორც ჩერგოლეიშვილი აღნიშნავს, „ნაციონალური მოძრაობა“ დაფინანსებაშიც კი არ იღებს მონაწილეობას. [„ნაციონალური მოძრაობა“ „ალიანსში“] არც არის ახლა.
„ნაციონალურ მოძრაობას“ ორი თვეა, საერთოდ არანაირი მონაწილეობა არაფერში არ მიუღია. ერთადერთი რასაც ითხოვდნენ, 26 მაისის აქციას რომ ვატარებდით, იქ სიტყვით გამოსვლა უნდოდათ და ფავლენიშვილმა ერთი დღე რიფლეტები არიგა, რომ სიტყვით გამოსვლის უფლება მოეპოვებინა. 26 მაისი დამოუკიდებლობის დღეა, წიხლების რტყმას ხომ ვერ დავუწყებდით ფავლენას, სიტყვით არ გამოხვიდეო, ხომ? მაგას ხომ არ ვიტყოდით. არ არსებობენ საერთოდ, არანაირი კონტრიბუცია, არც ფინანსური... გერმანული ანგარიშით ვიყოფთ იქ ყველაფერს. ვიღაც ერთი კაცი არ გვაფინანსებს. ყველა პარტია შევდივართ ჩვენს წილს. მაგაშიც არ შემოსულან. ჩათვალე არ არსებობენ“- განაცხადა ჩერგოლეიშვილმა გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“.