საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ ინფორმაცია მოისმინა

პარლამენტის ფოიე

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის თაობაზე პარლამენტის კომიტეტებისგან მიღებული ინფორმაციის შესწავლის შედეგების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

წარმოდგენილი დოკუმენტის თანახმად, საანგარიშო პერიოდში, 2025 წლის 1 იანვრიდან 1 მარტის ჩათვლით, პარლამენტის არც ერთ კომიტეტს არ მიუღია გადაწყვეტილება თანამდებობის პირის სხდომაზე მოწვევის შესახებ. ასევე არც ერთ ფრაქციას და პოლიტიკურ ჯგუფს არ მოუთხოვია კომიტეტის სხდომაზე სავალდებულო წესით თანამდებობის პირის დასწრება.

შესწავლილ პერიოდში, პარლამენტის რეგლამენტის მე-40 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ არც ერთ თანამდებობის პირს არ მიუმართავს კომიტეტებისათვის სხდომაზე მოსმენის მოთხოვნით.

პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, კომიტეტი სამ თვეში ერთხელ შეისწავლის და წარადგენს თანამდებობის პირის კომიტეტის სხდომაზე სავალდებულო დასწრებისა და მოსმენის შესახებ კომიტეტებისგან მიღებული ინფორმაციის შედეგებს და ახდენს სათანადო რეაგირებას.

კომიტეტმა საკითხი ცნობად მიიღო. შესწავლილი საკითხის შედეგებს კომიტეტი პარლამენტის ბიუროს წარუდგენს.