ილია თოფურიას სამედიცინო დასკვნა ცნობილია
1781681215
შეიარაღების საერთაშორისო გამოფენა Eurosatory-ის ფარგლებში, საფრანგეთის შეიარაღებული ძალებისა და ვეტერანების მინისტრი კატრინ ვოტრენი შეხვდა თავის ქართველ კოლეგას, ვიცე-პრემიერსა და თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ჩიქოვანს, – ამის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთის შეიარაღებული ძალებისა და ვეტერანების სამინისტრო ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ შეხვედრისას, ორივე მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობა.
„2000-იანი წლებიდან, საფრანგეთი მხარს უჭერს საქართველოს ამ სტრატეგიულ სფეროში, თბილისში არსებულ ნატო-ს რეგიონულ ოფისთან კოორდინაციით. ეს თანამშრომლობა საქართველოს სუვერენიტეტისადმი საფრანგეთის მუდმივი მხარდაჭერის ნაწილია, საქართველოსი, რომლის ტერიტორიის 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული. საფრანგეთი აგრძელებს საქართველოს თავდაცვის ძალების მხარდაჭერას, იმ მიზნით, რომ დაეხმაროს საკუთარი შესაძლებლობების განვითარებაში არსებულ საფრთხეებთან გასამკლავებლად, საჰაერო, საზღვაო და სამთო სფეროებში, ისეთ რეგიონულ კონტექსტში, რომელიც გამოირჩევა უსაფრთხოების მუდმივი გამოწვევებით“, – ნათქვამია განცხადებაში.