„მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი და სეტყვა“ - განახლებული ამინდის პროგნოზი
1781696972
იუკნევიჩიენე პირდაპირ გამოირჩევა საქართველოს მიმართ სიძულვილით და აგრძელებს იმ ტრადიციებს, სადაც ის დაიბადა. ის დაიბადა საბჭოთა კავშირში და როგორც ჩანს, საბჭოთა კავშირი მისგან არასდროს წასულა, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა.
დეპუტატი გამოეხმაურა რასა იუკნევიჩიენეს განცხადებას.
„დღეს ვისმენთ, რომ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მნიშვნელოვანი ყოფილა არა დემოკრატიული სტანდარტები, არამედ ომი და ქვეყნის ომში განადგურება. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ევრობიუროკრატებმა უღალატეს იმ ღირებულებებს, რასაც დაეფუძნა ევროკავშირი და ფაქტობრივად, ომის ტირაჟირებით და პროპაგანდით არიან დღეს დაკავებულები, რაც ძალიან სამწუხაროა. განსაკუთრებით ეს არ გვიკვირს იუკნევიჩიენესგან, რომელიც პირდაპირ გამოირჩევა საქართველოს მიმართ სიძულვილით და აგრძელებს იმ ტრადიციებს, სადაც ის დაიბადა. ის დაიბადა საბჭოთა კავშირში და როგორც ჩანს, საბჭოთა კავშირი მისგან არასდროს წასულა“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.
რასა იუკნევიჩიენემ აღიარა ის, რაზეც „ქართული ოცნება“ 2022 წლიდან საუბრობდა.ევროდეპუტატმა თქვა, რომ უკრაინის ომის გამო დაიწყო გაფართოებაზე საუბარი და მანამდე არ არსებობდა პოლიტიკური ნება. იუკნევიჩიენე მითითებებსაც აძლევს ქართველ ხალხს.