პარლამენტი დღეს დაჩქარებული წესით განიხილავს „სისხლის სამართლის კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებს, რომელიც არასრულწლოვანის დანაშაულის ჩადენაში ჩაბმას დამამძიმებელ გარემოებად განსაზღვრავს

მე-11 მოწვევის პარლამენტი ორშაბათს შეიკრიბება

 პარლამენტი დღეს „სისხლის სამართლის კოდექსში“ შესატან ცვლილებებს, რომელიც სრულწლოვანის მიერ არასრულწლოვანის დანაშაულის ჩადენაში ჩაბმას, დამამძიმებელ გარემოებად განსაზღვრავს, დაჩქარებული წესით განიხილავს.

კანონპროექტის მიხედვით, ამ გარემოების არსებობის შემთხვევაში, თავისუფლების აღკვეთის ვადა მინიმუმ ერთი წლით უნდა აღემატებოდეს შესაბამისი დანაშაულისთვის კანონით დადგენილ მინიმალურ სასჯელს.

ასევე საკანონმდებლო ორგანოში განიხილავენ დანაშაულში მხილებულ არასრულწლოვანთათვის სპეციალური დაწესებულების აშენებას, საიდანაც ისინი სოციუმში დაბრუნებას შეძლებენ.