ამინდი მკვეთრად იცვლება - მეტეოროლოგი მოსახლეობას აფრთხილებს
1745828096
„ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს ერთი გეგმა – ბრძოლა დიქტატურის წინააღმდეგ და სისტემის დემონტაჟი, სხვა გამოსავალი არ არსებობს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლების მხრიდან „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ყველანაირი ზეწოლა მიმდინარეობს.
„როდესაც ვსაუბრობთ ჩვენ დიქტატურის დამყარებაზე, რეალურად, ივანიშვილს არ სურს, პოლიტიკურ ველზე არსებობდნენ ოპოზიციური პარტიები, რომლებიც მას უპირისპირდებიან. მისი გადაწყვეტილებაა, რომ უბრალოდ პოლიტიკური პარტიები აკრძალოს, დიქტატორებისთვის ყველაზე მარტივი გამოსავალია უბრალოდ აკრძალოს, გააუქმოს, გაანადგუროს და გააძევოს ქვეყნიდან. ივანიშვილი არაფერს ახალს არ იგონებს. დიქტატორები იქცევიან ასე, როდესაც შენ გყავს პოლიტიკური მეტოქე, ის უნდა გაანადგურო. „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს ყველა შემთხვევაში ერთი გეგმა, ჩვენი გეგმა არის ბრძოლა დიქტატურის წინააღმდეგ და სისტემის დემონტაჟი, სხვა გამოსავალი არ არსებობს. პარტიული საარჩევნო პროცესი ისედაც მკვდარია ამ ქვეყანაში, ქაღალდზე „ნაციონალური მოძრაობა“ ეწერება თუ არ ეწერება, დიდი მნიშვნელობა არ აქვს. სახელმწიფო დაფინანსება ისედაც მოხსნილი გვაქვს, ყველანაირი ზეწოლა მიმდინარეობს ჩვენზე. მთავარი და პრინციპული საკითხია, როდის დაამარცხებს ქართველი ხალხი ამ სისტემას“, – აღნიშნა ირაკლი ფავლენიშვილმა.