NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი JTEC-ში იმყოფებოდა

ნატო

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის  სპეციალური  წარმომადგენელი, ელჩი  კევინ ჰამილტონი კრწანისში, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს (JTEC) ესტუმრა. მას თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, პაატა პატიაშვილმა, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ირაკლი ჭიჭინაძემ და ცენტრის წარმომადგენლებმა უმასპინძლეს.

სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე კევინ ჰამილტონს JTEC-ის ისტორიის, ამოცანის, სტრუქტურის, განვითარების, განხორციელებული და სამომავლო პროექტების  შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. ნატოს გენერალური მდივნის  სპეციალურმა  წარმომადგენელმა ცენტრის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და მის თანამედროვე შესაძლებლობებს გაეცნო.