ავარიის შედეგად დაღუპული პედაგოგის ვინაობა ცნობილია
1765902919
დონალდ ტრამპს სიმართლისთვის ბრძოლაში წარმატებას ვუსურვებ, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მაკა ბოჭორიშვილის თქმით, შემაშფოთებელია, როდესაც მაღალი რეპუტაციის მქონე მედიასაშუალების მხრიდან ტენდენციად იქცა საზოგადოებისთვის ისეთი ინფორმაციის მიწოდება, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამება.
„შემაშფოთებელია, როდესაც მაღალი რეპუტაციის მქონე მედიასაშუალების მხრიდან ტენდენციად იქცა სიცრუის გავრცელება, საზოგადოებისთვის ისეთი ინფორმაციის მიწოდება, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამება. ამ პრობლემას აწყდება არა მხოლოდ საქართველო, როგორც ვხედავთ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადება კიდევ ერთხელ მოწმობს, რამხელა პრობლემის წინაშე დგას, ზოგადად, საერთაშორისო საზოგადოება, როდესაც ვსაუბრობთ მედიაზე, მედიის მიერ ინფორმაციის მიწოდებაზე და, ზოგადად, სიმართლის მიწოდებაზე საზოგადოებისთვის. მე მას ვუსურვებ წარმატებებს სიმართლისთვის ბრძოლაში“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.