ვინ არის 21 წლის ლამაზმანი, რომლის გარეგნობამ ინტერნეტი ააფეთქა - ექსკლუზიური ინტერვიუ
1775504770
რეგიონში საქართველოს როლი მნიშვნელოვანია. გლობალური პროცესების გათვალისწინებით კიდევ უფრო მნიშვნელოვანია პარტნიორობა და თანამშრომლობა ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ერმეკ კოშერბაევთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ყაზახეთთან ათწლეულების განმავლობაში აქვს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა, მჭიდრო ეკონომიკური კავშირები, რაც ორივე ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ამ კავშირების გაღრმავების პოტენციალი არსებობს.
„დღეს გვქონდა შესაძლებლობა, საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის ფარგლებში გვესაუბრა ჩვენი ურთიერთობების სტრატეგიულ დონეზე აყვანასთან დაკავშირებით და გაგვეხილა ის შესაძლებლობები, რაც არის ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში, როგორც პოლიტიკურ დონეზე თანამშრომლობისთვის, ასევე ეკონომიკური მიმართულებით. ერთი რამეა ცალსახა, საქართველოში არის საკმაოდ ბევრი ყაზახური ბიზნესი, ყაზახური ინვესტიცია, რომლებიც საქართველოში თავს გრძნობენ ძალიან კარგად. საქართველოში არის ძალიან კარგი კლიმატი ეკონომიკური საქმიანობისთვის, ქვეყანა არის საინტერესო ამ ურთიერთობების გასაღრმავებლად. გარდა ამისა, საქართველოს როლი, შავი ზღვის პორტები, იცით, ძალიან მნიშვნელოვანია ცენტრალური აზიის ქვეყნების პარტნიორებისთვის და ამ მიმართულებითაც ყაზახეთთან ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა გვაკავშირებს. ამ თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტი პოტენციალია. ურთიერთობები საკმაოდ კარგია. გვაქვს პოტენციალი, კიდევ უფრო გავაღრმავოთ ურთიერთობები. ეს ვიზიტი არის იმის დასტური, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მისი თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრო ის უწყებაა, რომელიც ქვეყნის საგარეო პოლიტიკას ახორციელებს, ქვეყნებს შორის ყველა მიმართულებით ურთიერთობების გაღრმავებას უწყობს ხელს.
„სწორედ ამიტომ ჩვენ გვაქვს კონკრეტული სამოქმედო გეგმა, მომდევნო ორი წლის განმავლობაში რა ნაბიჯები უნდა გადადგან საგარეო საქმეთა სამინისტროებმა ორივე მხრიდან, რომ ხელი შევუწყოთ ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაძლიერებას როგორც პოლიტიკურ დონეზე, ისე ეკონომიკური მიმართულებით, რა კონკრეტული საკითხები უნდა იყოს მომავალი ორი წლის განმავლობაში განხილული. ეს არის სამოქმედო გეგმა, რომელიც საჭიროა, რათა უფრო ეფექტიანად განვახორციელოთ პოლიტიკა და ხელი შევუწყოთ ყველა მიმართულებით ურთიერთობების გაძლიერებას“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.