მაკა ბოჭორიშვილი: საქართველო არის ის ქვეყანა, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რათა სანქციების თავიდან არიდება არ მოხდეს საქართველოს გავლით

მაკა ბოჭორიშვილი

საქართველო არის ის ქვეყანა, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რათა სანქციების თავიდან არიდება არ მოხდეს საქართველოს გავლით, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე მჭიდროდ თანამშრომლობენ ევროპულ მხარესთან.

„ჩვენ ამ საკითხზე ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ევროპულ მხარესთან და მიუხედავად ამისა, ჩვენ ვხედავთ, რომ, გარკვეულწილად, ხდება იმ ინფორმაციის გაუთვალისწინებლად და კომუნიკაციის გარეშე გარკვეული ნაბიჯების გადადგმა, რაც აზიანებს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს, აზიანებს იმ პოტენციალს, რა პოტენციალიც არსებობს ორივე მხარეს შორის, ორივე მხარის სასიკეთოდ გამოსაყენებლად და ამ მიმართულებითაც მადლობას გადაგიხდით თქვენი მხარდაჭერისთვის.

ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ ორ ქვეყანას შორის კავშირები კიდევ უფრო განმტკიცდეს ყველა მიმართულებით. ჩვენი დღევანდელი შეხვედრაც ამას ემსახურებოდა“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.