ცნობილია, რამდენი ხნით აეკრძალა ილია თოფურიას ჩხუბი
1781788252
საერთაშორისო შეფასებები სტაბილურად ასახავს პროგრესს და წარმოაჩენს კანონის უზენაესობის, გამჭვირვალობისა და საჯარო სამსახურში კეთილსინდისიერების კუთხით მიღწეულ წარმატებებს. სტატისტიკისა და ოფიციალური ანგარიშების მიღმა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი რამ დგას - რწმენა იმისა, რომ პატარა სახელმწიფოსაც კი შეუძლია მნიშვნელოვანი და მდგრადი ცვლილებების მიღწევა თანმიმდევრული და პრინციპული რეფორმების განხორციელების გზით, - ასე მიმართა ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის რეგიონის ქვეყნების სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებს.
შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა.
მაკა ბოჭორიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.
„ჩვენთვის სასიამოვნო და დიდი პატივია მოგესალმოთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში პროფესიული განვითარების პროგრამის - „გლობალური კავშირების გაძლიერება საჯარო სექტორის განვითარების გზით“ - წარმატებით დასრულების აღსანიშნავად.
გამოსვლის დასაწყისში, მინდა გულწრფელი მადლიერება გამოვხატო თითოეული თქვენგანის მიმართ ჩვენს ქვეყანაში ჩამოსასვლელად გავლილი გრძელი გზისთვის, ასევე თქვენი აქტიური ჩართულობის, მაღალი პროფესიონალიზმისა და ამ ათი დღის განმავლობაში გაწეული ძალისხმევისთვის.
თქვენ ერთგვარად ისტორიული ღონისძიების მონაწილენი ხართ: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ჩვენს პარტნიორ ინსტიტუტებთან მჭიდრო თანამშრომლობით პირველად გაუწია ორგანიზება პროფესიული განვითარების პროგრამას ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის რეგიონის ქვეყნებისთვის.
ამ ინიციატივას განსაკუთრებული ადგილი უკავია ჩვენი საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებს შორის.
მისი მიზანი მარტივი, მაგრამ მნიშვნელოვანია: დაგაახლოვოთ საქართველოს და ავაშენოთ კავშირები ჩვენს სახელმწიფოებს, ინსტიტუტებს, საზოგადოებებსა და ხალხებს შორის.
ეს მხოლოდ დასაწყისია. მომავალ წლებში ჩვენი პროგრამა არა მხოლოდ თქვენს რეგიონზე, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებზე გავრცელდება.
ამ პროგრამის შთაგონების წყაროდ თავად საქართველოს გამოცდილება იქცა.
ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში, ჩვენმა ქვეყანამ მრავალ გამოწვევას გაუძლო, ომების, თუ გარდამავალ პერიოდების სახით.
ამის მიუხედავად, საქართველო რეფორმების, მდგრადი განვითარებისა და განახლების ერთგული დარჩა.
საქართველო, მიუხედავად მცირე ზომისა, თანმიმდევრულად და მიზანმიმართულად მუშაობს სახელმწიფო ინსტიტუტების გასაძლიერებლად, ეკონომიკის განვითარების, კორუფციასთან ბრძოლისა და საერთაშორისო საზოგადოების პასუხისმგებლიან წევრად თავის დასამკვიდრებლად.
საერთაშორისო შეფასებები სტაბილურად ასახავს პროგრესს და წარმოაჩენს კანონის უზენაესობის, გამჭვირვალობისა და საჯარო სამსახურში კეთილსინდისიერების კუთხით მიღწეულ წარმატებებს.
სტატისტიკისა და ოფიციალური ანგარიშების მიღმა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი რამ დგას: ეს არის რწმენაზე დაფუძნებული ტრანსფორმაცია - რწმენა იმისა, რომ პატარა სახელმწიფოსაც კი შეუძლია მნიშვნელოვანი და მდგრადი ცვლილებების მიღწევა თანმიმდევრული და პრინციპული რეფორმების განხორციელების გზით.
გვწამს, რომ სწორედ ეს არის ის გზა, რომელსაც სხვა ქვეყნებისთვის ღირებული გამოცდილების გაზიარება შეუძლია.
სწორედ ამ სულისკვეთებით დავიწყეთ პროფესიული განვითარების პროგრამის განხორციელება, რომლის მიზანს არა მხოლოდ ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, არამედ დიალოგის, ურთიერთსწავლებისა და რეგიონებს შორის გრძელვადიანი პროფესიული კავშირების ჩამოყალიბებისთვის შესაბამისი სივრცის შექმნა წარმოადგენს.
გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ საქართველოში მიღებული გამოცდილება და თქვენს მიერ დამყარებული კონტაქტები ამ პროგრამის ფარგლებს მიღმაც დაგეხმარებათ.
რაც მთავარია, ვიმედოვნებთ, რომ საქართველო დაგამახსოვრდებათ არა მხოლოდ აქ გამართული სესიებითა და დისკუსიებით, არამედ ჩვენი ხალხის მიერ გამოჩენილი სითბოთი, პარტნიორული სულისკვეთებითა და ჩვენს ქვეყანაში ჩამოყალიბებული მეგობრული კავშირებით.
კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას მონაწილეობისთვის და გისურვებთ დიდ წარმატებებს თქვენს ყველა წამოწყებაში.
იმედი გვაქვს, რომ ჩვენი კავშირები მომავალშიც შენარჩუნდება და ველით საქართველოში თქვენს დაბრუნებას“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მაკა ბოჭორიშვილმა საგარეო საქმეთა სამინისტროში ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის რეგიონის ქვეყნების სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებს უმასპინძლა. ისინი საქართველოში პროფესიული განვითარების პროგრამის - „გლობალური კავშირების გაძლიერება საჯარო სექტორის განვითარების გზით“ ფარგლებში იმყოფებიან.
პროგრამა, რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტრო უძღვება, მიზნად ისახავს საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ჩართულობის გაზრდის და გლობალური განვითარების ხელშეწყობას.
პროგრამის ფარგლებში მონაწილეები იმყოფებოდნენ საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში, მიიღეს ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის და ადგილობრივი მოსახლეობის მძიმე ჰუმანიტარული პრობლემების შესახებ.