2026 წლის ფავორიტი, ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელიც ჯეკპოტს მოიგებს - ასტროლოგების პროგნოზი
1765822267
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი, ქალაქ ჰააგაში დიპლომატიურ კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ევროპის საბჭოს ეგიდით უკრაინისთვის საჩივრების საერთაშორისო კომისიას აფუძნებს. ინფორმაციას ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, საქართველო ხელს მოაწერს კონვენციას, რომელიც აფუძნებს უკრაინისთვის საჩივრების საერთაშორისო კომისიას.
„საქართველო ხელს მოაწერს კონვენციას, რომელიც აფუძნებს უკრაინისთვის საჩივრების საერთაშორისო კომისიას. კომისია იქნება ორგანო, რომელიც განიხილავს რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში ან მის წინააღმდეგ 2022 წლის 24 თებერვალს ან მას შემდეგ ჩადენილი საერთაშორისოდ აღიარებული უკანონო ქმედებებით გამოწვეული ზარალის, დანაკარგის ან ზიანის კომპენსაციის მოთხოვნებს“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.