მაკა ბოჭორიშვილი: ევროპარლამენტარები ერთის მხრივ პოლარიზაციაზე საუბრობენ და მეორეს მხრივ ყველანაირ მექანიზმს და საშუალებას იყენებენ იმისთვის, რომ ქართული საზოგადოება კიდევ უფრო ფრაგმენტირებული, დაყოფილი და ერთმანეთთან დაპირისპირებული იყოს

მაკა ბოჭორიშვილი

ეს არ არის მხოლოდ ერთადერთი მცდელობა, რომ ჩვენი საზოგადოება დაყონ, ასეთი ჩვენ ბევრი ვნახეთ, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისივე თქმით, ევრო პარლამენტარები ერთის მხრივ პოლარიზაციაზე საუბრობენ და მეორეს მხრივ ყველანაირ მექანიზმს და საშუალებას იყენებენ იმისთვის, რომ ქართული საზოგადოება კიდევ უფრო ფრაგმენტირებული იყოს.

„ერთის მხრივ პოლარიზაციაზე გვესაუბრებიან, მეორეს მხრივ ყველანაირ მექანიზმს და საშუალებას იყენებენ იმისთვის, რომ ჩვენი საზოგადოება კიდევ უფრო ფრაგმენტირებული იყოს, კიდევ უფრო დაყოფილი და ერთმანეთთან დაპირისპირებული. ნამდვილად სამწუხაროა, რომ ეს ხდება ევროპარლამენტარების და ევროკავშირის ინსტიტუტების ხელით“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რასა იუკნევიჩიენეს მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტი მიიღო. რეზოლუციის მიხედვით, ევროპარლამენტი მოუწოდებს კომისიას შექმნას მექანიზმი, რომლის საშუალებითაც სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებს, ჟურნალისტებსა და სტუდენტებს შეუნარჩუნდებათ უვიზო წვდომა ევროკავშირში.