პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
1775055558
ყველა ქვეყანა ცდილობდა საქართველო გამოეყენებინა მათი შეხედულებისამებრ, მათი ინტერესების გათვალისწინებით, მაგრამ საქართველოსთან ურთიერთობაში ისინი არ ითვალისწინებენ ჩვენ ეროვნულ ინტერესებს, - განუცხადა „ქრონიკას“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველო”-ს წევრმა ლევან ნიკოლეიშვილმა.
ნიკოლეიშვილის თქმით, თუკი ვინმეს სურს საქართველოსთან ურთიერთობა, მეგობრობა, თანამშრომლობა, პირველ რიგში, უნდა იყოს გათვალისწინებული მთავარი რამ, რომ ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო.
„ყველა ქვეყანა ცდილობდა საქართველო გამოეყენებინა მათი შეხედულებისამებრ, მათი ინტერესების გათვალისწინებით, მაგრამ საქართველოსთან ურთიერთობაში ისინი არ ითვალისწინებენ ჩვენ ეროვნულ ინტერესებს. თუკი ვინმეს სურს ჩვენთან ურთიერთობა, მეგობრობა, თანამშრომლობა, გნებავთ განახლება თანამშრომლობის, ჩვენ ამას, რა თქმა უნდა, მივესალმებით, მაგრამ პირველ რიგში უნდა იყოს გათვალისწინებული მთავარი რამ, რომ ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო, რომელსაც თავისი ეროვნული ინტერესები გააჩნია, თავისი საკმაოდ კარგი, პრაგმატული პოლიტიკა გააჩნია, საგარეო პოლიტიკა განსაკუთრებით. ჩვენ ვიბრძვით მშვიდობისთვის, სტაბილურობისთვის, ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის და თუ ვინმე ჩვენ ამაში დაგვეხმარება, ჩვენი ინტერესები თანხვედრაში იქნება, ჩვენ ამას, რა თქმა უნდა, მივესალმებით“, - აღნიშნა მან.
„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ ხელისუფლებასთან საჯარო დებატებს ითხოვს. პარტია განცხადებას ავრცელებს, სადაც საუბარია საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორს ურთიერთობებზე. „ნეიტრალურ საქართველოში“ აცხადებენ, რომ ამ კუთხით საქართველოს ხელისუფლების პოზიცია მათთვის მიუღებელია.