ლევან მაჭავარიანი: ვისაც, დაგაჯერეს, რომ ჩვენი ქვეყნის დახმარება გულისხმობს მდიდარი NGO-ებისთვის თანხების ჩარიცხვას, უკვე დროა, ცოტათი უფრო კრიტიკული აზროვნება დაიწყოთ

ლევან მაჭავარიანი

 მარკო რუბიოს განცხადებას რომ ამერიკის მთავრობა აღარ აპირებს არასამთავრობო ორგანიზაციების საწარმოო კომპლექსზე მილიარდების ხარჯვას, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე სოციალურ ქსელში ეხმაურება. მათ ვისაც დააჯერეს, რომ საქართველოს დახმარება მდიდარი NGO-ებისთვის თანხების ჩარიცხვას გულისხმობს, ლევან მაჭავარიანი ურჩევს, მეტად კრიტიკულად იაზროვნონ.

„ვისაც, დაგაჯერეს, რომ ჩვენი ქვეყნის დახმარება გულისხმობს მდიდარი NGO-ებისთვის თანხების ჩარიცხვას; უკვე დროა, ცოტათი უფრო კრიტიკული აზროვნება დაიწყოთ“, - წერს მაჭავარიანი.