ლევან მაჭავარიანი: უკრაინაში ადეიშვილის თანამდებობაზე დანიშვნა მიუთითებს, რომ მათ საქართველოს მიმართ პატივისცემა არ გააჩნიათ, უკრაინის ხელისუფლებას ვგულისხმობ და არა ხალხს

ლევან მაჭავარიანი

ზურაბ ადეიშვილის ამ თანამდებობაზე დანიშვნა იმაზე მიუთითებს, რომ მათ საქართველოს მოქალაქეების მიმართ არანაირი პატივისცემა არ გააჩნიათ, უკრაინის ხელისუფლებას ვგულისხმობ და არა უკრაინელ ხალხს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან მაჭავარიანმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, „ეს ყველაფერი მათივე ბუნებაზე მიუთითებს, როცა სისხლიანი რეჟიმის შემქმნელი ასეთ პოზიციაზე დააწინაურეს“.

„მათთვის მნიშვნელობა არ აქვს ადამიანის წარსულს, ეს ყველაფერი მათ ამორალურ ბუნებაზე მიუთითებს. ეს ფაქტი სამწუხაროა. აქამდეც ბევრი ასეთი დაწინაურება ვიხილეთ. თუნდაც მაშინ, როცა ვანო მერაბიშვილის მოადგილე დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილედ დანიშნეს, ასევე სააკაშვილი, რომელიც გამოცხადებული კრიმინალია. უკრაინის ხელისუფლების მიმართ ამდენი პრეტენზია სწორედ აქედან გამომდინარე გვაქვს“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

ზურაბ ადეიშვილი უკრაინაში საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა.