ცნობილია, რა გახდა თურქი მსახიობის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი
1781639562
მას შემდეგ, რაც „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მივიღეთ, საფრანგეთმა მიიღო და ანალოგიური კანონი დიდმა ბრიტანეთმა გაამკაცრა. დღეს უკვე, ანალოგიურ კანონს რუმინეთში იღებენ, რაც დასაფიქრებელია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, ამ ფონზე არ უნდა იყოს გასაკვირი ის განცხადებები, რასაც საქართველოს ხელისუფლება აკეთებს.
ლევან მაჭავარიანმა ასევე კომენტარი გააკეთა საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებაზე, რომ აშშ არ წყვეტს ფრანგების კანონმდებლობის საკითხებს.
„ერთი მხრივ, მაკრონის განცხადება შესაქებია იმის გათვალისწინებით, რომ შენი ქვეყნის სუვერენიტეტს თუ იცავ, სხვა ქვეყანას იმის უფლება არ უნდა მისცეს, რომ შიდა საქმეებში ჩაერიოს, მით უმეტეს, მიგითითოს, რა კანონები მიიღო და რა – უკან გაიწვიო. მეორე მხრივ, მაკრონის განცხადება იმის ნათელი დადასტურებაა, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, როცა ეს ქვეყნები საქართველოსთან მიმართებით ზუსტად ანალოგიურს აკეთებენ. ვგულისხმობ საფრანგეთსა და ბრიუსელს. ეს ყველაფერი წლებია, გრძელდება. მიმდინარეობს უვიზო მიმოსვლის საკითხით შანტაჟიც, რომელიც ორიენტირებულია „გამჭვირვალობის შესახებ“ და ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონების გაწვევაზე. მას შემდეგ, რაც „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მივიღეთ, საფრანგეთმა მიიღო და ანალოგიური კანონი დიდმა ბრიტანეთმა გაამკაცრა. დღეს უკვე, ანალოგიურ კანონს რუმინეთში იღებენ, რაც დასაფიქრებელია, რადგან ჩვენ მიმართ ასეთ უსამართლო დამოკიდებულებას როცა ვხედავთ, არ უნდა უკვირდეთ ის შეფასებები, რაც ჩვენი ხელისუფლების მხრიდან კეთდება“, – განაცხადა მაჭავარიანმა.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საფრანგეთისგან ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიებისთვის გადასახადის გაუქმებას ითხოვს, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი კი პასუხობს, რომ აშშ არ წყვეტს ფრანგების კანონმდებლობის საკითხებს.