ლევან მაჭავარიანი ბერა ივანიშვილის მიერ დაანონსებულ სამართლებრივ დავაზე: აბსოლუტურად ლოგიკური გამოხმაურება იყო ბერას მხრიდან

ლევან მაჭავარიანი

აბსოლუტურად ლოგიკური გამოხმაურება იყო ბერას მხრიდან, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა ბერა ივანიშვილის მიერ ცილისწამებლური კამპანიის წინააღმდეგ დაანონსებულ სამართლებრივ დავაზე საუბრისას.

მისი თქმით, აგენტურა და მათი ტელევიზიები ფაქტებისა დ ამტკიცებულებების გარეშე ადამიანებისთვის ბრალდებების წაყენებას მიეჩვივნენ.

„აგენტურა, მათი ტელევიზიები ძალიან მიეჩვივნენ, როდესაც კონკრეტულ ადამიანს რაღაცას აბრალებენ ყოველგვარი ფაქტის და მტკიცებულების გარეშე და შემდეგ ამ ადამიანმა უნდა იმართლოს თავი. არადა პირიქით არის, როდესაც შენ ადამიანზე რაღაცას ამბობ მტკიცების ტვირთიც შენს მხარეს უნდა იყოს. ყველა უნდა მიეჩვიოს ამას. ჩვენს ქვეყანაში ნებისმიერ ადამიანს შეუძლია რაც უნდა ის ილაპარაკოს, თუმცა როდესაც ბრალდებაზეა საქმე, მითუმეტეს მძიმე ბრალდებაზე, რა თქმა უნდა, მითუმეტეს როდესაც მედიაა ამ ყველაფერში ჩართული, მათ უნდა ჰქონდეთ კონკრეტული ფაქტები და მტკიცებულებები, რითიც ამ ყველაფერს დაადასტურებენ. ეს აბსოლუტურად ლოგიკური გამოხმაურება იყო ბერას მხრიდან“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

„ქართული ოცნების” დამფუძნებლის და საპატიო თავმჯდომარის ვაჟი, ბერა ივანიშვილი სამართლებრივ დავას იწყებს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომელშიც აღნიშნა, რომ კონკრეტული მედიასაშუალებებისა და პირების წინააღმდეგ სასამართლოში ჩივილს გეგმავს.

✕