ვინ არის 21 წლის ლამაზმანი, რომლის გარეგნობამ ინტერნეტი ააფეთქა - ექსკლუზიური ინტერვიუ
1775504770
ამერიკა-საქართველოს შორის ურთიერთობების გაჯანსაღების პროცესი ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევს წინ. ჩვენ სრული მზადყოფნა გვაქვს და ეს ამერიკის მხარემ იცის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, მმართველი გუნდი აშშ-თან ურთიერთობების განახლების მიმართულებით ოპტიმისტურად არის განწყობილი.
„ვინმესთან თუ გვქონდა გაუგებრობა და რაიმე სახის პრეტენზიები, ეს იყო ამერიკის წინა ადმინისტრაცია, რომელიც დღევანდელ ადმინისტრაციას მტრად ჰყავს გამოცხადებული. ქართული მხარის მაღალი დონის ვიზიტი ვაშინგტონში, ამერიკის სახელმწიფო მდივნისა და პრემიერის ზარი, საქართველოში განხორციელებული ვიზიტი გვაძლევს საშუალებას, ოპტიმისტურად ვიყოთ განწყობილი ურთიერთობების განახლების მიმართულებით“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.