2026 წლის ფავორიტი, ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელიც ჯეკპოტს მოიგებს - ასტროლოგების პროგნოზი
1765822267
ლევან სანიკიძე გულისხმობდა პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ შექმნილ რეგიონულ არქიტექტურას და პოლიტიკურ მემკვიდრეობას, რომელიც დღეს ოპოზიციის მთავარი რესურსია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა.
მისი თქმით, ეს რესურსი რუსული ინტერესების სამიზნეა.
„ცხადია, ჩვენ თუ გვინდა რუსული ინტერესების დამარცხება, რეგიონული არქიტექტურა და ის პოლიტიკური მემკვიდრეობა, რომელიც „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ შეიქმნა, ამ გზას უნდა გავყვეთ და ეს არის გამარჯვების გზა. ფორმულა, რომელიც მიგვიყვანს გამარჯვებამდე. „ვარდების რევოლუცია“ არის კონკრეტული მაგალითი, როგორ გაიმარჯვა ქართველმა ხალხმა. სწორედ ეს რეგიონული არქიტექტურა შექმნა პრეზიდენტ სააკაშვილმა, ესაა ოპოზიციის მთავარი რესურსი და პოლიტიკური მემკვიდრეობა, მათ შორის არის რუსული ინტერესების სამიზნე, ვგულისხმობ, ჩვენ როგორც სატრანსპორტო ჰაბი, ეკონომიკური ჰაბი, დღეს არის სამიზნე რუსული ინტერესებისთვის და სწორედ ამ აქცენტებით შეგვიძლია, ქართველი ხალხი გავაერთიანოთ და გავიმარჯვოთ. გაგვიკეთებია ეს და გავაკეთებთ მომავალშიც“, – განაცხადა ლაშა ფარულავამ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან სანიკიძემ განაცხადა, „ქართული პოლიტიკა ტრიალებს „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო, ოპოზიციური პარტიები იდენტობას იშენებენ, რომ „ნაცები“ არ არიან, აბა, ვინ არიან?“.